უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში დომინირება ჩამოართვა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთს შავ ზღვაში დომინირების უფლება ჩამორთმებული აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვი ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციას შავ ზღვაში დომინირება ჩამოვართვით. კერძოდ, ჩვენი უკრაინული „ნეპტუნების“ წარმატებით გამოყენების შემდეგ, როდესაც კრეისერი „მასკვა“ ცნობილ მისამართზე ჩაიძირა“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მინისტრის ინფორმაციით, „Harpoon“-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ამჟამად უკრაინის არმიას ემსახურება, რუსულ მხარეს კი ოდესასთან ზღვიდან მიახლოების შესაძლებლობა არ აქვს.

 

მსგავსი თემები