„პირწმინდად გაათენა მთელმა მედპერსონალმა და თვითონ პაციენტმა“ – გიული ალასანია  

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დედამ რამდენიმე წუთის უკან მოინახულა. მისი თქმით, მის შვილს საკვების მიღებისთანავე ტახიკარდია ეწყება.

„გუშინ  პირწმინდად გაათენა მთელმა მედპერსონალმა და თვითონ პაციენტმა. სახსრების გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდა. ადამიანს, ფაქტობრივად კუნთები არ აქვს, კუნთები ილევა და ეს იწვევს ამ ტკივილს. მოწამვლის გამო ვერ იღებს საკვებს. საკმარისია ორი ლუკმა ჩაიდოს და ეწყება მაჯის ბაგაბუგი, უჩქარდება საშინლად, ტახიკარდია ეწყება. როგორც კი ოდნავ შეჭამს, იმ წუთში ავარდება მაჯა. დაუწყეს ახლა რაღაცეების მიცემა“ – აღნიშნა კლინიკიდან გამოსულმა ალასანიამ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ამ საშინელ რეგრესს ის ყოველდღე ხედავს.

მსგავსი თემები