,,თუ არ დააყენე საკითხი, რომ თანამედროვე შეიარაღება, რაც უკრაინაში შედის, გჭირდება შენც, მაშინ ამას არავინ მოგცემს”- გიორგი ვაშაძე

,,აშშ-ში თავდაცვის მინისტრი მალულად ჩავიდა, რომ არ ყოფილიყო დისკუსია, თუ რა საკითხები დაეყენებინა,” – ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პენტაგონში აშშ-სა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას.

მისი თქმით, 33 მილიონი უხარია, მაგრამ 300 მილიონსაც მიიღებდა საქართველო თავდაცვისუნარიანობის ზრდისთვის საკითხი რომ დაეყენებინათ.

„მივესალმები ამერიკის თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რაც ადასტურებს ჩვენს მიერ არაერთხელ ნათქვამს, რომ ამერიკელები მზად არიან ყველაფერი გააკეთონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის, მათ შორის თანამედროვე შეიარაღების მოწოდებით. ამას არ აკეთებს „ქართული ოცნება“. უფრო მეტიც, მალულად, ჩუმად ჩადიან აშშ-ში, ამის თაობაზე საქართველოში არავინ ვიცოდით, დამალეს, რომ არ ყოფილიყო დისკუსია იმაზე, თუ რა საკითხები უნდა დაეყენებინა ქართულ მხარეს შეხვედრაზე. ამერიკის მხრიდან მზაობა არის სრულფასოვანი, რომ მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოს, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიქნებით ინიციატორი, ეს იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის. თუ არ დააყენე საკითხი, რომ თანამედროვე შეიარაღება, რაც უკრაინაში შედის, გჭირდება შენც, მაშინ ამას არავინ მოგცემს, არც ერთ განცხადებაში არ გვინახავს, რომ რაიმე საკითხი დააყენა დამატებით. სწორი პოზიცია რომ აერჩიათ, დღეს უკვე გვექნებოდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ის თანამედროვე შეიარაღება, რაც განამტკიცებდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და საფრთხე რუსეთის მხრიდან იქნებოდა მინიმუმამდე დაყვანილი. აშშ-ში თავდაცვის მინისტრი ჩადის იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების 80 პროცენტს, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას, მოაჩვენოს, თითქოს რამეს აკეთებს ამ მიმართულებით, ამიტომ ჩადიან ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც. 33 მილიონი მიხარია, მაგრამ 300 მილიონსაც მიიღებდა საქართველო თავდაცვისუნარიანობის ზრდისთვის საკითხი რომ დაეყენებინათ. მითხარით, სადმე დააყენა „ქართულმა ოცნებამ“ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოწოდების საკითხი? გაგახსენებთ, ფრანგულ მხარეს უარი უთხრეს პირდაპირ ამის მოწოდებაზე,“ – განაცხადა ვაშაძემ.

,,აშშ-ის თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”- აშშ-ის საელჩო

მსგავსი თემები