თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის  ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:48 საათზე, ქალაქ კაჰრამანმარაშიდან 63 კილომეტრში მოხდა.

6 თებერვლის ღამეს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად,  დაღუპულთა რიცხვმა  6 950-ს გადააჭარბა. დაშავებულია 37 ათასზე მეტი ადამიანი.

მსგავსი თემები