იმ ოჯახის წევრები, ვისთანაც ბადრი ესებუა იმალებოდა, პოლიციაში გადაიყვანეს

სამართალდამცველებმა იმ ოჯახის სამივე წევრი, საიდანაც ბადრი ესებუა აიყვანეს, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა უკვე დალუქულეს სახლი, რომლიდანაც ნივთმტკიცებად იარაღი, ხელყუმბარა და ვაზნები ამოიღეს.

ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯიხაშკარში,  გამთენიისას ნათესავის სახლში აიყვანეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით,  ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში, იმალებოდა 2 წლის განმავლობაში ბადრი ესებუა.

მსგავსი თემები