რუსეთმა ომში დაახლოებით 129 030 სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმციით,  რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 129 030 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 2 თებერვლამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 129 030; ​ტანკი – 3 211 ; ჯავშანტექნიკა – 6 382; საარტილერიო სისტემა – 2 212; სარაკეტო სისტემა – 458; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 222; თვითმფრინავები – 293; ვერტმფრენი – 284; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 951; საკრუიზო რაკეტები – 796; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5064; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 200.

მსგავსი თემები