გასულ წელს საქართველოში გაუპატიურების 176 ფაქტი აღირიცხა

გასულ წელს საქართველოში გაუპატიურების 176 ფაქტი აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცველებმა 123  გახსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წელს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სულ 578 ფაქტი დარეგისტრირდა, საიდანაც 402 გახსნეს (69.55%).

აღნიშნული შემთხვევები გაუპატიურების გარდა მოიცავს ისეთი ტიპის დანაშაულებს, როგორებიცაა სექსუალური ხასიათის სხვადასხვაგვარი ქმედება.

 

მსგავსი თემები