,,რუსეთი ემზადება მაქსიმალური ესკალაციისთვის,აგროვებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია”- ოლექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსეი დანილოვის განცხადებით, მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის.

დანილოვი არ გამორიცხავს, რომ მორიგი მასშტაბური თავდასხმა რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებას, 24 თებერვალს დაამთხვიოს.

“რუსეთი ემზადება მაქსიმალური ესკალაციისთვის. აგროვებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია, ატარებს წვრთნებს. შემიძლია ვთქვა, რომ უახლოეს ორ-სამ კვირაში არც ერთ სცენარს არ გამოვრიცხავთ”, – აღნიშნა დანილოვმა.

 

მსგავსი თემები