,,დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი, 150 კი დაშავდა”- ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის მხრიდან თავდასხმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, 150 კი დაშავდა.

სპიკერის განცხადებით, სავარაუდოდ, დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან დაშავებულთა ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თავდასხმა ღაზაში მცხოვრებლებზე მაშინ განხორციელდა, როცა ისინი ჰუმანიტარული დახმარების მიღებას ელოდებოდნენ.

 

მსგავსი თემები