,,რუსეთის ეკონომიკა უარესდება, ომი წაგებულია – სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური გახდება”- აბას გალიამოვი

,,უკრაინასთან გამარჯვების გარეშე პუტინს რუსებთან სირთულეები შეექმნება. რუსებს არ სჭირდებათ ის, თუ ის ძლიერი არ არის. მან შეიძლება მართლა გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და გააუქმოს არჩევნები”- ამის შესახებ რუსმა პოლიტოლოგმა აბას გალიამოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური ხდება.

,,რუსეთის ეკონომიკა უარესდება, ომი წაგებულია, რუსეთის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ რუსებს უფრო მეტი სირთულეები შეექმნებათ და ისინი შეეცდებიან იპოვონ ახსნა, რატომ ხდება ეს, შეხედავენ პოლიტიკურ პროცესს და თავადვე გასცემენ პასუხს: “ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს ძველი ტირანი, ძველი დიქტატორი”. ამ მომენტში ვფიქრობ, სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური გახდება”, – განაცხადა  გალიამოვმა.

მსგავსი თემები