პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა, 150-ზე მეტი პირი დაშავებულია.

პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში,ლოცვის დროს სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი.

ქალაქში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ეს პაკისტანში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა.

მოძრაობა „თალიბანმა“ ფეშავარში თავდასხმასთან კავშირი უარყო.

მსგავსი თემები