სროლა დაბადების დღეზე – სამხრეთ აფრიკაში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ კეიპის პროვინციაში, ქალაქ გკებერჰაში დაბადების დღეზე მასობრივი სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლი ორმა შეიარაღებულმა პირმა დაბადების დღეზე მყოფი სტუმრების მისამართით გახსნა.

მომხდარზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

 

მსგავსი თემები