,,უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია”- ევროკავშირის საბჭო

,,უკრაინის, მოლდოვისა,საქართველოს  და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია,”- ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ევროკავშირის პრიორიტეტები გამოაქვეყნა.

„ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა წარმოადგენს ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის გაძლიერებას ევროპის საბჭო აგრძელებს. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ეს ახალ იმპულს სძენს პროგრესის გაგრძელებას ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ ამ ქვეყნებსა და უფრო ფართო რეგიონში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მსგავსი თემები