,,სასტიკი და უსამართლო ომი შორს არის მოგებისგან, დამპყრობლური ომი მარცხდება”- ჯო ბაიდენი

,,სასტიკი და უსამართლო ომი შორს არის მოგებისგან, დამპყრობლური ომი მარცხდება,” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს ეგონა, რომ მსოფლიო ერთიანობას ვერ შეინარჩუნებდა, თუმცა შეცდა.

„ერთი წლის შემდეგ, მტკიცებულება სწორედ აქ არის, ამ ოთახში. ჩვენ აქ ერთად ვდგავართ. უკრაინა დგას. დემოკრატია დგას. ამერიკელები თქვენ გვერდით დგანან, მსოფლიო თქვენ გვერდით დგას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია.

„მისთვის ღირს ბრძოლა იმდენხანს, რამდენხანსაც საჭიროა და ჩვენც ვიქნებით თქვენს გვერდით იმდენხანს, რამდენხანსაც საჭიროა“,- განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი თემები