,,დღეს, ამაღამ, ხვალ შეიძლება დაიწყოს პოლიორგანული უკმარისობა”- ენდოკრინოლოგი

ენდოკრინოლოგ ლალი ჯავაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღეისთვის არის არა მძიმე, ან საშუალოდ მძიმე, არამედ უკიდურესად მძიმე.

მისი თქმით, პაციენტის უკიდურესად მძიმე მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს პოლიორგანული უკმარისობა.

„უკიდურესად მძიმე მდგომარეობა გულისხმობს იმას, რომ პაციენტი იმყოფება ისეთ ფაზაში, როდესაც დროის ნებისმიერ მონაკვეთში, დღეს, ამაღამ, ხვალ შეიძლება დაიწყოს პოლიორგანული უკმარისობა. ამას ნიშნავს პაციენტის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა პერიოდი შეიძლება გაუგრძელდეს ადამიანს ეს კრიტიკულად მძიმე მდგომარეობა. არავითარ შემთხვევაში, ეს თვე არ გაგრძელდება. რამდენიმე თვის წინ პაციენტის სხეულის მასის კლება უკვე საკმაოდ აჩქარებული იყო. მე მაშინ ვთქვი, რომ თუ ასე გაგრძელდება, რამდენიმე თვეში პაციენტის მდგომარეობა იქნება უკიდურესად მძიმე. გავიდა რამდენიმე თვე და ყველა ჩემი პროგნოზი გამოთქმული თავის დროზე, 1.4 წლის განმავლობაში, ყველაფერი ასრულდა“, – განაცხადა ლალი ჯავაშვილმა.

მსგავსი თემები