თელავის სოფელ ართანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

თელავის სოფელ ართანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი სოფლიდან დაახლოებით 20 კილომეტრში ალპურ ზონაში, გუშინ საღამოს ადგილობრივებმა შენიშნეს.

ხანძრის ქრობის პროცესში სახანძრო-სამაშველო სამსახური და მოხალისეთა რამდენიმეკაციანი ჯგუფი იყო ჩართული.

ხანძრის შედეგად დაიწვა ტყის ქვედა საფარი.

ხანძარის გაჩენის  მიზეზი ამ დროისთვის  უცნობია.

მსგავსი თემები