,,უკრაინის ხელისუფლება არ მოქმედებს ისე, როგორც ეს შეშვენის მეგობარი სახელმწიფოს ხელისუფლებას”- ირაკლი კობახიძე

,,უკრაინისთვის ნებისმიერი იარაღის მიწოდება სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება არ მოქმედებს ისე, როგორც ეს შეშვენის მეგობარი სახელმწიფოს პარტნიორ ხელისუფლებას.

„მეორე ფრონტთან დაკავშირებით მოწოდებები არ წყდება. ამას ხან პირდაპირი ფორმით აკეთებენ, ხან ირიბი ფორმით. რა თქმა უნდა, უკრაინისთვის ნებისმიერი იარაღის მიწოდება  სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას ნიშნავს, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთ მოწოდებებს პრაქტილულად, ღია ფორმით აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული პრობლემაა. უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი, მაგრამ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება არ მოქმედებს ისე, როგორც ეს შეშვენის მეგობარი სახელმწიფოს პარტნიორ ხელისუფლებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები