უკრაინის მხარდაჭერის შემდეგ, რუსეთში ვალერი მელაძის კონცერტები გაუქმდა

უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რის შემდეგ, რუსეთში ვალერი მელაძის ”დევ­ნა” გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, წარმოშობით ქართველ მომღერალს 8 მარტს და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი გა­უუქმდა, რომლის ბი­ლე­თე­ბი თით­ქმის გა­ყი­დუ­ლი იყო.

“მე­ლა­ძის ნაც­ვლად კონ­ცერ­ტზე პატ­რი­ო­ტუ­ლი პო­ზი­ცი­ით ცნო­ბი­ლი ვლა­დი­მერ პრეს­ნი­ა­კო­ვი გა­მო­ვა”, – წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

შეგახსენებთ, 2 იანვარს, დუბაიში საახალწლო წვეულებაზე გადაღებულ ვიდეოს, რომელიც  სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. სცენასთან ახლოს მყოფი მსმენელმა მელაძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „Слава Україні!“, რაზეც მელაძემ „Героям слава!“ უპასუხა.

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრი ელენა აფანასიევა ვალერი მელაძის საქციელს უწოდებს “პირუტყვობას”, “სიმახინჯეს” და “ღალატს” და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას მოითხოვს.

მელაძისთვის წოდებების და მოქალაქეობის ჩამორთმევა, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, დუმის დეპუტატმა, პარტია “სამართლიანი რუსეთის” თავმჯდომარე სერგეი მირონოვმაც მოითხოვა.

მსგავსი თემები