,,ჩემი შვილი მატყუებს, რომ გონება დაკარგა?”- გიული ალასანია

„როგორ ვერ დააფიქსირებდნენ ექთნები მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვას, თუ ბადრაგები ასულიერებდნენ?!”- ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიულიალასანია „ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ექთანი 24- საათის განმავლობაში  სააკაშვილის პალატაშია და გონების კარგვის ეპიზოდი არ ფიქსირდება.

ალასანიას თქმით, თავად სააკაშვილმა უთხრა, რომ გონება დაკარგა.

„ძალიან სასიამოვნოა თუ ასეა, კარგია. თვითონ მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ გონება დაკარგა. რას ნიშნავს ექიმებს არ სჯერათ? ბადრაგებმა ამიყვანესო და იმ ბადრაგებს ჰკითხონ. ექთანი არის, რომელიც დერეფნის იქეთ ზის, პალატაში არავინ არ იმყოფება. ბადრაგები კარებთან არიან, მერე დერეფანი უნდა გაიარონ და დერეფნის იქით ზის ექთანი, თუმცა ეს რომ დაუძახებს ხმამაღლა იმ ექთანს ესმის. (გონების დაკარგვას) როგორ ვერ დააფიქსირებდნენ ექთნები, თუ ბადრაგები ასულიერებდნენ?! ე.ი. ჩემი შვილი მატყუებს, რომ გონება დაკარგა?! აბა, მე იქ არ ვყოფილვარ და ვამბობ იმას, რასაც ჩემი შვილი მეუბნება”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები