,,არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია”- დავით მათიკაშვილი

,,არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მისი დაშანტაჟება შეუძლებელია,” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი, CS Victims სტატიას, რომლის თანახმად, ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში.

მათიკაშვილის თქმით, ნებისმიერი მცდელობა შანტაჟისა, ფიასკოსთვის არის განწირული.

„ომის დაწყების შემდგომ არის არაფორმალური მცდელობა დასანქცირების. ეს კარგად ახსნეს ადვოკატებმა საკუთარ განცხადებაში, რომ იყო და არის იმის მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და შემდგომ მან გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ე.წ. გლობალური ომის პარტიის ინტერესებში შედის და საქართველო ჩაერთოს ომში, გაიხსნას მეორე ფრონტი. სწორედ ამ ზეწოლაზე საუბრობენ ადვოკატები და ადრეც იყო არაერთი განცხადება გაკეთებული, რომ შვეიცარიული ბანკი საკუთარი რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ასრულებს ისეთ დავალებებს და დგამს ნაბიჯებს, რომელიც არც საბანკო სისტემის რეპუტაციას შეესაბამება და საქმიან ურთიერთობებში მსგავსი ქცევა არ არის მიღებული. აშკარაა, რომ ხდება კონკრეტულ პიროვნებაზე ზეწოლა და შანტაჟი, რომ მან გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელსაც არ დგამს, ეს არის მოცემულობა, რომელზეც ადვოკატებმა ისაუბრეს,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

 ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში – CS Victims

მსგავსი თემები