,,ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ”- ანდრეი კასიანოვი

,,გთხოვთ, წაიკითხოთ ყველა ჩემი განცხადება სრულად და გთხოვთ, წაიკითხეთ ამ განცხადებების ორიგინალი ვერსია”, – ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა უკრაინელების შესაძლო ევაკუაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კასიანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ”ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ.”

„ჩემი პასუხი ძალიან მარტივია, გთხოვთ, წაიკითხოთ ყველა ჩემი განცხადება სრულად და გთხოვთ, წაიკითხეთ ამ განცხადებების ორიგინალი ვერსია. ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ. ამ მიზეზით მე გირჩევთ, რომ აიღოთ ჩემი ინტერვიუს ორიგინალი და გთხოვთ, ის სრულად წაიკითხოთ და მიიღებთ ყველა პასუხს პირველ შემთხვევაში, როდესაც ჩემი სტატია გამოქვეყნდა „ევროპეისკაია პრავდაში“ 9 იანვარს და ასევე, მიიღებთ ყველა პასუხს, მეორე შემთხვევაშიც. ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ იმის სათქმელად, რომ ჩემი პირველი სტატიების 90% მიეძღვნა იმას თუ რას ვაკეთებთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით“,- განაცხადა კასიანოვმა.

საფრთხის ზრდის შემთხვევაში უკრაინის საელჩო საქართველოდან უკრაინელების მასობრივ ევაკუაციას არ გამორიცხავს – კასიანოვი

მსგავსი თემები