რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქი ჩასოვ-იარი დაბომბა – დაიღუპა ერთი ადამიანი

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქი ჩასოვ-იარი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

მისივე ცნობით, რუსებმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან საცხოვრებელ ზონას დაარტყეს, დააზიანეს მინიმუმ, 9 მაღალსართულიანი კორპუსი.

თავდასხმა ასევე განხორციელდა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, რის შედეგადაც ქალაქის ნაწილში გათბობა და ელექტროენერგია გაითიშა.

მსგავსი თემები