,,567 ამპულა მორფი გაუკეთეს 20 დღეში”- გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი დღეს აქციას გამართავს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ფეხბურთელის, 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი და უფლებადამცველები დღეს გენერალურ პროკურატურასთან აქციას გამართავენ.

ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნასაც ასაჯაროებს, სადაც წერია, რომ პრეპარატების იმ დოზით მიღებას, რასაც ვახტანგ ჩარკვიანს საავადმყოფოში აწვდიდნენ, ვერცერთი ორგანიზმი ვერ გაუძლებდა.

,,ჩადენილია სახელმწიფოს მხრიდან უმძიმესი დანაშაული, ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობა, 567 ამპულა მორფი, ნარკოტიკული საშუალება გაუკეთეს 20 დღის განმავლობაში ვახტანგ ჩარკვიანს. ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ ამდენი ნარკოტიკული საშუალების მიღება გამოიწვევდა ადამიანის სიკვდილს”, – განაცხადა ოჯახის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე კლინიკის უფროს ექთანს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე წარუდგინა ბრალი.

მსგავსი თემები