22 წლის გოგონას მუცელში ჩარჩენილი სამედიცინო მაკრატელი ამოუღეს

საბინა გულახმედოვას წუხელ რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. 22 წლის გოგონას მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც ერთ-ერთი ოპერაციის შემდეგ აღოჩნდა, რომ მუცლის ღრუში სამედიცინო მაკრატელი ჰქონდა ჩარჩენილი.

პაციენტრს რამდენიმე ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ოპერაცია მას რამდენიმე თვის წინ გაუკეთეს, თუმცა, მას შემდეგ, მისი მდგომარეობა დამძიმდა. როგორც პაციენტის მამა აცხადებს, ოპერაციის შემდეგ მას უთხრეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო.

„ოპერაცია რომ დასრულდა, გვითხრეს, რომ ყველაფერი წესრიგშია. ჩვენც დავუჯერეთ. მერე ტკივილები დაეწყო. 3 თვის შემდეგ დაეწყო ტკივილები. ერთხელ გაუკეთეს ექოსკოპია და უთხრეს ყველაფერი წესრიგშიაო. მეორედაც ჩაუტარეს მერე და აღმოჩნდა, რომ რაღაც მაკრატელივით იყო მუცელში“ – აცხადებს გოგონას მამა.

პაციენტს მუცლის ღრუდან სამედიცინო ინსტრუმენტი რუსთავის სამედიცინო კლინიკიდან ამოუღეს. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

22 წლის გოგოს ოპერაციისას მუცელში მაკრატელი ჩაუტოვეს

მსგავსი თემები