საგარეჯოში დაჭრილი ორი ახალგაზრდას მდგომარეობა სტაბილურია

საგარეჯოს კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, დაჭრილი ორი ადამიანი მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

კლინიკაში, ამ ეტაპზე, სამი დაჭრილი იმყოფება. ორის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. რაც შეეხება მესამე დაჭრილს ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მისი მდგომარეობა შედარებოთ მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ახალაზრდა მამაკაცს ოპერაცია მუცლის ღრუზე ჩაუტარდა. მას არტერია და ვენაც ჰქონდა დაზიანებული და ორივე გადაუნერგეს.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში, შეიარაღებულმა მამაკაცმა, საკუთარი ბინიდან მეზობლებს  ცეცხლი გაუხსნა. 6 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი  დაიჭრა.

მსგავსი თემები