დნიპროში დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

დნიპროში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა, მათგან 3 ბავშვია. არსებული ინფორმაციით, მაშველებმა 39 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის 6 ბავშვია. სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა 75 ადამიანი, მათგან 14 ბავშვია.

ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ცნობისთვის, რუსეთმა დნირპოში საცხოვრებელი კორპუსი 14 იანვარს დაბომბა.

მსგავსი თემები