,,თუ შეურაცხყოფ მეფეებს, რომელსაც საზოგადოება პატივს სცემს, მიიღებ პასუხს, რასაც იღებს ბერძენიშვილი”- გურამ მაჭარაშვილი

“ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი ყვარელში, ლევან ბერძენიშვილისთვის ლექციის ჩაშლას აფასებს. მისი თქმით, ვინც “შეურაცხყოფს იმ წმინდანებს, მეფეებსა და ტრადიციებს, რომელსაც საზოგადოება პატივს სცემს, მიიღებს იმ პასუხს, რაც ბერძენიშვილმა მიიღო”.

“თუ შენ შეურაცხყოფ იმ ადამიანებს, იმ წმინდანებს იმ მეფეებს, იმ ტრადიციებს, რომელსაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა პატივს სცემს და მერე შენ კიდე გინდა, რომ საჯარო სივრცეში ოპერირებდე, მიიღებ იმ პასუხს, რასაც იღებს ბატონი ბერძენიშვილი. თუ ბერძენიშვილი კერძოდ მივა სადმე და ოჯახში რაღაცას იტყვის, იქ რაც უნდა ის ისაუბროს და რაზეც უნდა ისაუბროს, მაგრამ საზოგადოებასაც აქვს უფლება, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს, მათ შორის, კანონიერ ჩარჩოებში”, – თქვა გურამ მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, 15 იანვარს ალტ-ინფოს წევრებმა და მხარდამჭერებმა ლევან ბერძენიშვილს ყვარელში ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს.

მსგავსი თემები