უკრაინა სოლედარში პოზიციებს ინარჩუნებს – დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, 15 იანვრის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, სოლედარში, ბახმუტის ჩრდილოეთით, „ვაგნერის“ ჯგუფის თავდასხმების ფონზე პოზიციებს ინარჩუნებენ.

„საერთო ჯამში, უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებს თანდათანობით წინსვლას ფრონტის ხაზის აღმოსავლეთით, კრემინას კიდეზე,” – ნათქვამია ანგარიშში.

უწყების ცნობით, დონბასის ფრონტის კრემინასა და ბახმუტის მიმართულებებით შაბათ-კვირას ინტენსიური ბრძოლები გაგრძელდა.

მსგავსი თემები