აშშ-მა უკრაინული ძალებისთვის საწვრთნელი პროგრამა დაიწყო

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის, გენერალმარკ მილის განცხადებით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინული ძალების გაფართოებული საწვრთნელი პროგრამა დაიწყო.

პროგრამის მიზანია გააძლიეროს უკრაინის შესაძლებლობა, რათა ქვეყანამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნოს.

„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, წარმატებით დაიცვან თავიანთი ქვეყანა. უკრაინა მხოლოდ და მხოლოდ თავს იცავს და ცდილობს გაათავისუფლონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია“, – აღნიშნა გენერალმა მარკ მილიმ.

მისი თქმით, სწავლება კვირას გერმანიაში, გრაფენვიორის საწვრთნელ ბაზაზე დაიწყო და რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

”ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა კვირა, არავინ იცის. ვნახოთ, რა მოხდება. მაგრამ კრიტიკულობის თვალსაზრისით, ამ წვრთნების საჭიროება ახლავე არსებობს“, – განაცხადა გენერალმა მარკ მილიმ.

მსგავსი თემები