უკრაინის ქალაქ სოლედარში მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს, ვითარება კრიტიკულია – ”სიენენი”

სოლედარში სიტუაცია კრიტიკულია და შენობებზე კონტროლი ხელიდან ხელში გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ სოლედარში მყოფ უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი წერს, რომ ქალაქი ~ რუსმა სამხედროებმა დაიკავეს და იქ დარჩენილი უკრაინული ძალები ალყაში მოაქციეს, თუმცა მისივე თქმით, რომ ბრძოლები გრძელდება.

ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, სოლედარში მყოფი უკრაინელი სამხდროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში, თუმცა ქალაქი სამხრეთიდან რუსეთის საცეცხლე კონტროლქვეშ მოექცა, ამასთან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან უკრაინელები პოზიციებს ინარჩუნებენ.

სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, სოლედარის დაკარგვის შემთხვევაში, უკრაინელებს შესაძლოა, გაუჭირდეთ ქალაქ ბახმუტის დაცვა, რომელსაც რუსები უკვე რამდენიმე თვეა, უტევენ.

მსგავსი თემები