რა ხდებოდა აეროპორტის გზაზე გამთენიისას?

უხვმა ნალექმა და თოვლმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა, განსაკუთრებით აეროპორტის მიმართულებით. მოყინულ გზაზე ავტომობილებს სიარული უჭირდათ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ.

ზოგიერთი ავტომობილი ადგილზე რჩებოდა, რის გამოც გზებიც ჩაიხერგა. როგორც აეროპორტიდან მომავალი მგზავრები აღნიშნავდნენ ქალაქამდე მოსასვლელად ორი საათი დასჭირდათ.

,,ამგვარ ექსტრემალურად და საშიშ ვითარებაში პირველად მოვყევი, როცა საფრთხე დიდია და ვერაფერს შვები. ვხედავდი როგორ მოსრიალებდნენ მანქანები ჩემი მანქანის მიმართულებით ან როგორ მივსრიალებდი მე და ვერაფერს ვახერხებდი. არც მუხრუჭი მუშაობდა და სრული უკონტროლობა. უამრავი მანქანა ჩაიხერგა. აჩერებდნენ და იქვე ტოვებდნენ,”- აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი ”მედიაცენტრ მთავართან”.

მსგავსი თემები