„მე მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკი“ – სააკაშვილის წერილი ბაუნდერს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი Heritage foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს უილიამ ბრაუდერს წერილს უგზავნის. ქვეყნის მესამე ითხოვს, ქართულ ჯგუფებს ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის” ახალი სიის წინასწარ შედგენაში დაეხმაროს.

„ძვირფასო ბილ, მადლობას გიხდით თქვენი ძალიან ცნობილი „ტვიტისთვის“. მე მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკი [მოკლეს], მაგრამ ბევრად უფრო ცხადად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა დაეხმარეთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის წინასწარ შედგენაში, ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და რაც მათ გამოარჩევს არის დაუსჯელობის გრძნობა, რომელიც პუტინის უძლეველობის მათეულ რწმენასთანაა დაკავშირებული. თუმცა მე და თქვენ ვიცით, რომ პუტინის დღეები დათვლილია და ჩემი ყველაზე დიდი იმედი ისაა, რომ მის სიკვდილამდე ვიცოცხლო. ამასობაში, ჩემი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდება და ადგილობრივი ოლიგარქიული არამზადები უბრალოდ დასცინიან ჩემს გაუარესებულ მდგომარეობას. გთხოვთ დაგვეხმაროთ მთელი თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობით, მებრძოლი სულითა და ფართო კონტაქტებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები