„საქართველოს მთავრობას სურს, საქართველო ისტორიაში შავ ლაქად შეიყვანოს, რომელმაც თავისი პრეზიდენტი ციხეში განზრახ აწამა“ – პოდოლიაკი

„ოპტიმალური ვარიანტია, გადმოგვეცით ადამიანი ნებისმიერ ქვეყანას. თუ გსურთ, პირადად ჩამოვალ და წამოვიყვან, ეს საერთოდ არ არის პრობლემა“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი და საქართველოს მთავრობას რჩევას აძლევს.

„ვფიქრობ, საქართველოს მთავრობას განზრახ სურს, საქართველო ისტორიაში შავ ლაქად შეიყვანოს, სახელმწიფოდ, რომელმაც თავისი პრეზიდენტი ციხეში განზრახ აწამა.  მე მარტივ რჩევას ვაძლევ, ჩარევის გარეშე, პირდაპირ ვეუბნები მათ: ამჟამინდელი მთავრობის, ზოგადად, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა, პარტიის, რომელსაც რატომღაც ასე მოსწონს რუსეთი, არ გააკეთოთ ისე, რომ საკუთარი თავი საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაწეროთ. ოპტიმალური ვარიანტია, გადმოგვეცით ადამიანი ნებისმიერ ქვეყანას. თუ გსურთ, პირადად ჩამოვალ და წამოვიყვან, ეს საერთოდ არ არის პრობლემა. მინდა გავიგო მათი მოტივაცია“, – აცხადებს პოდოლიაკი.

 

მსგავსი თემები