,,ჩვენ, როგორც კეთილი ლიბერალები, მაინც შეგინდობთ, თუმცა დროზე უნდა დაფიქრდეთ”- გიორგი ვაშაძე

,,ჩვენ, როგორც კეთილი ლიბერალები, მაინც შეგინდობთ, თუმცა დროზე უნდა დაფიქრდეთ”,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვინც აგდებულად ეპყრობა მაკფოლის სტატიას, უნდა ესმოდეთ, რომ ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე.

„დილიდან უამრავი მეილი და სატელეფონო ზარი მივიღე ამერიკიდან. მათ, ვინც აგდებულად ეპყრობა მაკფოლის სტატიას, უნდა ესმოდეთ, რომ ეს ახალი ეტაპია „ქოცმთავრობასთან“ დასავლეთის დამოკიდებულების. უკრაინაში ომის გამო, ჩვენი დასავლელი მეგობრები სათანადო რეაგირებას დიდხანს ვერ ახდენდნენ „ქოცმთავრობის“ ანტიქართულ და ანტიდასავლურ განცხადებებსა და ქმედებებზე – ახლა უკვე ეს ვეღარ გაგივათ! ახლოვდება რუსეთისა და რუსეთუმეთა განკითხვის დღე! ჩვენ, როგორც თავისუფლების მოყვარული კეთილი ლიბერალები, მაინც შეგინდობთ! თუმცა დროზე უნდა დაფიქრდეთ, თორემ მერე ჩვენს ძალებს შეიძლება აღემატებოდეს თქვენი გადარჩენა! ქართველი ხალხი თავის ისტორიულ სიტყვას იტყვის ამ გამარჯვებაში!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები