,,უკრაინა იმარჯვებს, პუტინი მარცხდება და სააკაშვილი ციხეში ყოფნას შეეგუოს?”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, პატრიარქის წერილი, რომელშიც უწმინდესი სააკაშვილს „ჭეშმარიტი სხვა რეალობის შეცნობას“ უსურვებს, არ შეიძლება აღვიქვათ ისე, თითქოს პატრიარქი მას ციხეში ყოფნასთან შეგუებას ურჩევს

„პატრიარქის წერილზე არ გვისაუბრია, მაგრამ რას უნდა შეეგუოს, ციხეში ყოფნას? როგორ წარმოგიდგენიათ, უკრაინა იმარჯვებს, პუტინი მარცხდება და სააკაშვილი ციხეში ყოფნას შეეგუოს? მსგავსი აზრი რუსეთის აგენტების გარდა თავში არავის მოუვა. არა, რა თქმა უნდა, პატრიარქის წერილის ასე გაგება წარმოუდგენელია”, – აღნიშნა  გიული ალასანიამ.

გიული ალასანიას განცხადებით, გუშინ, გულის წასვლის ეპიზოდმა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დაასუსტა.

„დღეს ცოტა ვილაპარაკეთ კიდეც, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით ვიყავი შესული. 9 იანვარს ისევ სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომელზეც, რა თქმა უნდა, ვერ წავა იმიტომ, რომ ძალიან დასუსტებულია. გუშინდელმა გულის წასვლამ კიდევ უფრო დაასუსტა. ამ ამბის მერე რაღაც კვლევები ჩაუტარდა, მაგრამ შედეგები ჯერ არ ვიცით“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები