საბერძნეთში 23 წლის ქართველმა რეპერმა ორ საათში 8 ძარცვა ჩაიდინა – მედია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სალონიკში დააკავეს 23 წლის რეპერი, რომელმაც 2 საათის განმავლობაში 8 ძარცვა ჩაიდინა.

მედიის ცნობით, დააკავეს 1999 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე, რომელმაც 14 დეკემბერს დასავლეთ სალონიკში ორი საათის განმავლობაში რვა შეიარაღებული ძარცვა განახორციელა.

,,თესალონიკის პირველი ინსტანციის პროკურატურის შესაბამისი ბრძანების შემდეგ, მოქალაქის ვინაობის დამადასტურებელი დეტალები და ფოტოები გამოქვეყნდა. ის დააკავეს 13-12-2022 და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები: ქურდობის, ძარცვის მცდელობის, დაუმორჩილებლობის, იარაღის უკანონო ტარებისა და  გამოყენებისთვის”,- ნათქვამია სტატიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაძარცვი დაახლოებით 15 000 ევროს შეადგენს.

მსგავსი თემები