უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2 იანვრის მდგომარეობის მიხედვით, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის აგრესიას 452 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 876-ზე მეტი.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა: დონეცკის რეგიონში – 429, ხარკოვის ოლქში – 268, კიევის ოლქში – 117, ჩერნიგოვის ოლქში – 81, ლუგანსკის ოლქში – 65, მიკოლაევის ოლქში – 81, ხერსონის ოლქში – 74, ზაპოროჟიეს ოლქში -78 ლასტროვის ოლქში – 64, დნეპროპეტროვსკის ოლქი 34, ლასტროვის ოლქში – 68.
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 3 126 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 337 სრულად განადგურდა.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.