,,ის არის ვაჟკაცი, გმირი და პოლიტპატიმარი, რომლისაც ძალიან ეშინოდათ”- გოგაშვილის მეუღლე

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსან სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გოგაშვილის მეუღლე მიიჩნევს, რომ  სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტპატიმარია.

,,ეგენი არიან რუსი ოცნების პროკურორები და რუსი ოცნება ყველანაირად ცდილობს დახუროს სასამართლო პროცესი, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე. სოსო გოგაშვილმა როცა თქვა, რომ ვამხელ, ესე იგი, იქნება მხილებული, ის არის ვაჟკაცი, გმირი და პოლიტპატიმარი, რომლისაც ძალიან ეშინოდათ”, – განაცხადა თეა მარტყოფლიშვილმა.

ცნობისთის, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს, მისივე სახლში ჩატარებული რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. მას ბრალი სამი მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით აქვს წარდგენილი.

მსგავსი თემები