მუნიციპალური თავშესაფრის უფროსი, ლაშა გეგეჭკორი,თანამშრომელებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს

მუნიციპალური თავშესაფრის უფროსი, ლაშა გეგეჭკორი, მუნიციპალური თავშესაფრის უკლებლივ ყველა
თანამშრომელს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს.
„გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. 2023 წელს,თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის მოეტანოს ბედნიერება,ულევი სიხარული და წარმატებები.
მადლობას გიხდით ღირსეული სამსახურისთვის! ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობას, სწორედ მათგან წამოსულმა სწორმა მესიჯებმა და ჩვენმა დაუღალავმა შრომამ განაპირობა წელს მიუსაფარ ცხოველთა სტერილიზაცია/კასტრაციის და სხვა სახის ოპერაციის მაღალი რაოდენობა. წინ ახალი გამოწვევებია,ჩვენ მზად ვართ 7/24 რეჟიმში მეტი შემართებით და სიყვარულით ვემსახუროთ დედაქალაქის მიუსაფარ ცხოველებს.
პატივისცემით,თავშესაფრის უფროსი ლაშა გეგეჭკორი,” – წერს ლაშა გეგეჭკორი

მსგავსი თემები