უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის ტყვეობაში ამჟამად დაახლოებით 3 400 უკრაინელი სამხედრო იმყოფება

რუსეთის ტყვეობაში ამჟამად დაახლოებით 3 400 უკრაინელი სამხედრო იმყოფება.

„ბიბისის“ რუსული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ უკრაინაში სამხედროების უფლებებზე მომუშავე ომბუდსმენმა, ალენა ვერბიცკაიამ განაცხდა. ამასთან, მისი ცნობით, კიდევ 15 ათასამდე მებრძოლი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

„ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, რა დაემართათ მათ. შესაძლოა, ისინი მოხვდნენ სამხედრო ტყვეების რიცხვში; შესაძლოა, ისინი იძულებით გაიყვანეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან; ან შესაძლოა, ისინი დიდი ხანია, მოკლეს“, – განაცხადა ვერბიცკაიამ.

ომბუდსმენის თქმით, უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედროების ოჯახებისთვის ამგვარი გაურკვევლობა კიდევ უფრო გაუსაძლისია.

ამას გარდა, ვერბიცკაიამ განაცხადა, რომ რუსეთი უარს აცხადებს სამხედრო ტყვეებთან ბანაკებში „წითელი ჯვრის“ საქველმოქმედო მისიების დაშვებაზე და სისტემატურად არღვევს სამხედრო ტყვეების უფლებების შესახებ ჟენევის კონვენციას.

მსგავსი თემები