,,უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მშვიდობის მისაღწევად უმოკლესი გზაა.  მან გერმანიას და ალიანსის სხვა წევრებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა.

„ეს შესაძლოა, პარადოქსულად ჟღერდეს, თუმცა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ ყველაზე მოკლე გზაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, პუტინი  უნდა დარწმუნდეს, რომ ის ვერ მიაღწევს თავის მიზანს, რაც უკრაინაზე კონტროლის დაწესებაა.

„პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, ზამთარი აქციოს იარაღად სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არ არის თავდასხმა სამხედრო ობიექტებზე სამოქალაქო მოსახლეობას შორის მსხვერპლით. ეს არის მასირებული თავდასხმა სამოქალაქო მოსახლეობაზე, რადგან მილიონობით უკრაინელს საბაზო მომსახურება ერთმევა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები