,,არსებობს გამოწვევები, პრობლემები, ალბათ, შეცდომებიც გვქონდა, შეუცდომელი არავინ არ არის”- კახა კალაძე

,,ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, ალბათ, შეცდომებიც გვქონდა, შეუცდომელი არავინ არ არის და არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ განსაკუთრებული ადამიანები ვართ და შეცდომებს არ ვუშვებთ, ეს ასე არ არის,”- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველას გვმართებს მოთმინება და სირთულეების ერთად გადალახვა.

„ჩვენ გვაქვს აბსოლუტური მზაობა იმისა, რომ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა და შრომა, რადგან ეს ყველაფერი პირველ რიგში სჭირდება ამ ქალაქში მცხოვრებლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ვისაც ჩვენი ქვეყანა, სამშობლო, ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი უყვარს, ახარებს ქალაქის გალამაზება, ყველას ახარებს ის განვითარება და აღმშენებლობა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდება დედაქალაქში. ცხადია, ამ ყველაფერს ახლავს გამოწვევები, დისკომფორტი, მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველას გვმართებს მოთმინება, ერთად გადალახვა ამ სირთულეების და დარწმუნებული ვარ, ჩვენ საბოლოოდ იმ შედეგს მივიღებთ, რასაც ველოდებით და რაც გვინდა. გვინდა – უკეთესი ქალაქი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გამწვანებული, გალამაზებული რეკრეაციული სივრცეები, რომ ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა, მოწესრიგებულ დედაქალაქში. პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად მზად ვარ გავაგრძელო მუშაობა და გემსახუროთ თქვენ. ცხადია, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, ალბათ, შეცდომებიც გვქონდა, შეუცდომელი არავინ არ არის და არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ჩვენ განსაკუთრებული ადამიანები ვართ და შეცდომებს არ ვუშვებთ, ეს ასე არ არის, ვინც მუშაობს, ვინც აკეთებს ცხადია, შეცდომებიც არის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ნაკლები შეცდომები იყოს და განხორციელებული პროექტით იამაყოს ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა”, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები