,,საერთაშორისო დონეზე მიხეილ სააკაშვილი გამორჩეულია იმით, რომ არის მასშტაბური დამნაშავე”- რატი იონათამიშვილი

საერთაშორისო დონეზე მიხეილ სააკაშვილი გამორჩეულია იმით, რომ არის მასშტაბური დამნაშავე და ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულები,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 4 იანვარს, გლობალური აქციის მოწოდებით გამოვიდა.

„ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება, როცა სააკაშვილზე საუბარია, როგორც გლობალურ ერთობაზე. საერთაშორისო დონეზე ეს ადამიანი რაიმეთი თუ არის გამორჩეული, ის არის მასშტაბური დამნაშავე, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და არის კრიმინალური, ძალადობრივი სისტემის შემქმნელი ჩვენს ქვეყანაში. კი ბატონო, ასეთმა ადამიანებმა იაქტიურონ და ასეთი განცხადებები აკეთონ, რათა კიდევ უფრო რეალურად წარმოჩინდეს მათი უსუსურობა და რეალური სახე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მარკ ფეიგინი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გლობალური აქციის ჩატარების ინიციატივით გამოდის – (mcm.ge)

მსგავსი თემები