,,დადგმულია, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონელი აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით, რასაც დღეს ვუყურებთ”- კალაძე სააკაშვილზე

,,არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართულად დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ თავად მიხეილ სააკაშვილი,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა დამნაშავემ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

„საერთოდ ყველაფერი დადგმულია, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონელი აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით, რასაც დღეს ვუყურებთ, ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვასდახვა კონტრაქტები, ხელშეკრულებები თუ როგორ უნდა წარიმართოს პიარკამპანია“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები