უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის მუდმივი წევრის სტატუსი არალეგიტიმურია.
კულებას თქმით, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ რუსეთის დელეგაციამ უშიშროების საბჭოში ამ ადგილის ოკუპირება მოახდინა, საერთაშორისო საზოგადოებამ კი ამაზე თვალი დახუჭა.
„უკრაინა მოუწოდებს გაერო-ს წევრებს, განაახლონ გაერო-ს წესდების გამოყენება გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ჩამოართვან რუსეთს ეს სტატუსი და გარიცხონ ის გაერო-დან“, – განაცხადა კულებამ.
დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთს არასდროს გაუვლია გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურა. მისივე თქმით, რუსეთის ქმედებები ეწინააღმდეგება „მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს კონცეფციას“.
გაერო-ში რუსეთის უკანონო ყოფნის სამი ათწლეული აღინიშნა ომებით და სხვა ქვეყნების ტერიტორიების მიტაცებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი შეცვლით და მისი დამპყრობლური და ნეოიმპერიალური ამბიციების დაკმაყოფილების მცდელობით“,- აცხადებს კულება.