,,თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომში რუსეთის დამარცხება შეუქცევადი პროცესია”- დავით არახამია

უკრაინის საპარლამენტო ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკის აშშ-ში ვიზიტს ეხმიანება.

არახამიას თქმით, თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომში რუსეთის დამარცხება შეუქცევადი პროცესია.

,,უკრაინა და შეერთებული შტატები აფიქსირებენ, რომ ჩვენი კავშირი ძლიერდება და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ომში რუსეთის დამარცხება შეუქცევადი პროცესია.

პუტინის “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” მიდის შემდეგი გეგმით:

  • ნატო ფართოვდება და კონსოლიდირებულია;
  • უკრაინას ღირსეული ადგილი უჭირავს გლობალურ პოლიტიკაში;
  • ჩვენი არმია იღებს ყველაზე თანამედროვე იარაღს;
  • რუსეთი კარგავს ღირსების ნარჩენებს და იმ გავლენას, რაც 24 თებერვლამდე ჰქონდა.

ჩვენს ხალხს ეს ძვირად უჯდება. მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მარტო არ ვართ, ერთად გავიმარჯვებთ და რუსეთს ვაიძულებთ, გადაიხადოს ყველაფერის ფასი,”- წერს დავით არახამია.

მსგავსი თემები