,,გეჯაძემ მითხრა სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ”ჩიტის” საქმეში, ოღონდ დამირეკავს შსს და დავწერს იმას, რასაც მეტყვიან” – სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის მიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩართვა კატეგორიულად გამორიცხულია.

ადვოკატის თქმით, მას გეჯაძემ დაურეკა და უთხრა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ექს-პრეზიდენტის საქმეში მონაწილეობას, თუმცა დაწერდა იმას, რასაც შსს ეტყოდა.

,,ბატონ გეჯაძესთან არაერთხელ მქონდა შეხვედრა. მე მსურდა, რომ იგი ჩართულიყო ამ საქმეში, თუმცა რამდენიმე ადამიანის თანდასწრებით, ბრძანა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ექსპერტიზაში მონაწილეობას, მაგრამ თუ შსს-დან დაურეკავენ, დადებს იმ დასკვნას, რასაც ეტყვიან. ამიტომ მითხრა, დიდი ბოდიში შალვა, პატივს გცემ და არ მინდა გავაკეთო ის, რაც გავაკეთე ”ტვ პირველის” ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე, რომ დავდე ის დასკვა, რაც აწყობდა შსს-ს. აქედან გამომდინარე, ბატონი გეჯაძის ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა არის კატეგორიულად გამორიცხული. გაგვაჩნია ფარული ჩანაწერიც, სადაც გეჯაძე სააკაშვილზე საუბრობს. ზედმეტსახელად შეარქვა ”ჩიტი” სააკაშვილს. დამირეკა, მითხრა სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ”ჩიტის” საქმეში, კარგად გადამიხდიდნენ, ოღონდ დამირეკავს შსს და დავწერს იმას, რასაც მეტყვიან,”- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

 

მსგავსი თემები