თბილისში, ავტობუსის დაჯახების შედეგად 70 წლის კაცი გარდაიცვალა – მძღოლი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო

უბედური შემთხვევა თბილისში. მუნიციპალური ავტობუსი 70 წლის კაცს დაეჯახა,რომელიც მაღაზიაში პროდუქტის საყიდლად მიდიოდა. პენსიონერი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ  გარდაიცვალა.  მსხვერპლით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ერთ -ერთ  ვერსიით, გადაჭარბებული სიჩქარე და მძღოლის ალკოჰოლური თრობა გახდა. წინასწარი ინფრომაციით, მძღოლს სიმთვრალე  საპატრულო  პოლციის მიერ ჩატარებული ტესტით დაუდასტურდა.

ახლა გამოძიება დამატებითი ექსპერტიზის პასუხებს ელოდება. მძღოლის დაკავების ორდერი სავარაუდოდ იმ შემთხვევაში გაიცემა თუ ალკოჰოლურ თრობაზე დადებითი პასუხი მოვა. სატრანსპორტო კომპანიაში მომხდარ  ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ,  რომ მძღოლებს ალკოტესტს ყოველ დილით, მუშაობის დაწყებამდე უტარებენ.

მსგავსი თემები