მიხეილ სააკაშვილი დედამ მოინახულა

რუსთავის საპატიმრო დაწესებულება მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ დატოვა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარი, ნევროლოგიური პრობლემა ისევ რჩება.

„სიმპტომების გათვალისწინებით, რაც მას აქვს და ეს არის ნევროლოგიური სიმპტომები, ის ვერ გრძნობს თავს კარგად. მან თავადაც თქვა ჩემი დაავადება აქ არ განიკურნებაო. ეს ყველაფერი რჩება, ასევე არის ფაქტი რომ ექიმებს არ უშვებენ, რაც ჩემთვის აუხსნელია. პარლამენტარებს უშვებენ, ოჯახის წევრებს უშვებენ და რატომ არ შეიძლება ექიმები არ შევიდნენ?“ – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები