ფრანკფურტის აეროპორტში 176 რეისი გააუქმეს

ლიპყინულის გამო გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტის აეროპორტში ავიარეისები გააუქმეს და ერთი ასაფრენი ბილიკი დახურეს. ინფორმაციასDeutche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაინის ფრანკფურტში გერმანიის ყველაზე დიდი აეროპორტი მდებარეობს. იქ საერთო ჯამში 176 რეისი გაუქმდა. აეროპორტი ამჟამად შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს.

ლიპყინულიანობის გამო გერმანიის გზებზე ბევრი ავარია მოხდა. ქალაქ ვალსროდეს მახლობლად ავარიაში 25 წლის კაცი დაიღუპა.

მსგავსი თემები